14:13 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-14 15:42:41, 321 ნახვა

საზოგადოება
შაშკინი: ამერიკელების კვლევებში წერია, რომ ამერიკული უნივერსიტეტისთვის ერთადერთი კარგი ადგილი ბათუმია

განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი ფონდ "ქართუს" მიერ თბილისში  დაგეგმილ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის საკითხს გამოეხმაუარა.
რიოგორც შაშკინმა განაცხადა, ამერიკელების მიერ ჩატარებულ ორ კვლევაში წერია, რომ ახალი ამერიკული უნივერსიტეტისთვის ერთადერთი  კარგი ადგილი ბათუმია.
"იყო ჩატარებული 2 კვლევა.  ერთი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით,  მეორე ამერიკული მხარის დაფინანსებით.ორივეს ატარებდნენ ამერიკელები.ეს ორივე კვლევა დევს კანცელარიაში და განათლების სამინისტროს არქივში.ორივე კვლევაში წერია, რომ ახალი ამერიკული უნივერსიტეტისთვის ერთადერთი კარგი ადგილი ბათუმია.ყველაფერი მზად იყო, უნივერისტეტებიც მზად იყვნენ, ფულიც იყო, შენობაც აშენებული იყო.  უნდა გადაეჭრათ წითელი ლენტი. შემოეშვათ  სტუდენტები. ქართველებისთვის იქნებოდა უფასო და დაეწყოთ სწავლა",-აღნიშნა დიმიტრი შაშკინმა "რუსთავი2"-თან საუბრისას.
ცნობისთვის, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ტექნოლოგიური უნივრესიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით, ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლებთან კონსულტაციები უკვე გამართა. ნარმანიას  თქმით, უნივერსიტეტის ასაშენებლად რამდენიმე ტერიტორიას განიხილავენ.
„ამ საკითხთან დაკავშირებით, კონსულტაცია უკვე გვქონდა ფონდ „ქართუს“ წარმომადგენლებთან. არის რამდენიმე ტერიტორია, რომელიც შეიძლება მათ შევთავაზოთ. გააჩნია პროექტი რა მოცულობის იქნება და შესაბამისად, რა ტერიტორია დასჭირდება. კონსულტაციებს აუცილებლად გავაგრძელებთ, როდესაც პროექტი წარმოდგენილი იქნება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ბათუმში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებისას  აშენებულ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობას ხელისუფლება აუქციონზე 25 მლნ დოლადარ ყიდის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics