20:26 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 14:46:11, 3216 ნახვა

მსოფლიო Lifestyle
უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა – Yandex-ი და Odnoklassnik-ი დაბლოკილია

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებით, უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ქვეყანაში რუსეთის უდიდესი ინტერნეტ–ჯგუფისთვის Yandex, სხვა პოპულარული ბიზნეს–საიტებისთვის, ასევე, სოციალური ქსელებისთვის Vkontakte და Odnoklassniki სანქციები გამკაცრდა. 

ამასთან, შესაბამისი განკარგულება, იმ უკრაინული ვებ–სერვისების გაუქმებასაც გულისხმობს, რომლებიც რუსულ საიტებთან არის კავშირში.

უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით ასევე შეიზღუდება რუსული ტელეკომპანიების მაუწყებლობა, მათ შორისაა “ТНТ” და „НТВ Plus“.

გამკაცრებული ნორმები, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო, ათობით ფიზიკური პირის მიმართაც დაწესდა. დღესდღეობით უკრაინულ მხარეს „შავ სიაში“ 1228 ადამიანი და 468 კომპანია ჰყავს შეყვანილი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics