2016-09-30 23:05:41, 774 ნახვა
სპეციალური ანონსი
1-ელი ოქტომბრის სპეციალური ანონსი
1 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ბათუმში, "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" წევრები, გურამ ჩალაგაშვილი, ნინო ტავლალაშვილი და სერგო ჩიხლაძე საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.
თემა: საავადმყოფოების ადმინისტრაციებისა და მსხვილ ფარმაცევტულ ფირმებს შორის "ჩაწყობილი" ტენდერებისა და კორუფციული გარიგებების სქემები.
მის.: ქ. ბათუმი, მარჯანიშვილის 2, მერიის წინ
საკონტაქტო ტელ: 595 793 333
1 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განახლებული შენობა ოფიციალურად გაიხსნება.
მის.: ქ. ბათუმი, სტეფანე ზუბალაშვილის ქ.#30
1 ოქტომბერს, 11:00 საათზე, “ოლიმპიური აუზის მიმდებარე მოედანზე“, საქველმოქმედო შეჯიბრის „თბილისის საჭის დედოფალი 2016!“ ფარგლებში „ჩქაროსნული სლალომის სახეობაში“ სამოყვარულო საქველმოქმედო შეჯიბრი გაიმართება.
1 ოქტომბერს, 11:00-16:00 საათზე, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ტექნოპარკში პროექტის, ”ინოვაცია ბიზნესში“ ფარგლებში, რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიებისა და სამეცნიერო სექტორის სამუშაო შეხვედრას გამართავს.
1 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განახლებული შენობა ოფიციალურად გაიხსნება.
მის.:ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზ.#358
1 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ახმეტელის თეატრში ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია გლდანის #22 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ვახტანგ მაჭავარიანთან ერთად ვეტერანთა შესახებ პარტიის პროგრამის პრეზენტაციას გამართავს.
1 ოქტომბერს, 12:00 საათზე, თელავში, ახალი სპორტის სასახლის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი სიმბოლურ კაფსულას ჩადებს.
1 ოქტომბერს, 12:00 საათიდან, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სურსათის ეროვნული სააგენტო ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაციას ჩაატარებს.
1 ოქტომბერს, 13.00 საათზე, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი სკანდინავიური ბრენდის “იუსკ გრუფის“ (JYSK GROUP) პირველი მაღაზიის გახსნის ცერემონიას დაესწრება.
მის: მარშალ გელოვანის გამზ. #36
1 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში ქართულ-აფხაზური მუსიკის კონცერტი „ერთ არწივის ორი ფრთა ხართ... ფანდურო და აფხიარცა“ გაიმართება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან