2015-02-19 10:03:47, 848 ნახვა
მსოფლიო
კიევი მაიდნის წლისთავისთვის ემზადება
კიევი მაიდნის წლისთავისთვის ემზადება. მზადება დღეს საღამოდან დაიწყება.
მაიდნის წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სიტყვით გამოვა და წუთიერი დუმილით პატივს მიაგებს ევრომაიდანზე ერთი წლის წინ დაღუპულთა ხსოვნას.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 20 თებერვალს კიევში ანტისამთავრობო აქციის დარბევას 100 დემონსტრანტი და 20 სამართალდამცავი ემსხვერპლა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან