14:16 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-27 20:01:51, 4577 ნახვა

კომენტარი
მიტროპოლიტი იაკობაშვილი - პატიმრები რამ გამოიწვია? იქნებოდა პატიმრები, უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო?

პატიმრები რამ გამოიწვია? იქნებოდა პატიმრები, უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო? - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მხარდამჭერმა ბოდბელმა მიტროპოლიტმა იაკობ იაკობაშვილმა განაცხადა.

"ქუჩაში რომ დარბიან, მინდა მათგან საღი აზრი მოვისმინო. პირდაპირ გეტყვით, ჩემთვის, არავითარი საღი აზრი [იქ არ არის]. მე არ მეშინია, ერთი ცხოვრება მაქვს და მოვკვდები და წავალ იქ საიდანაც ვარ მოსული. იმათმა იკითხონ ვისაც საქართველო არ უყვარს. [...]

ვუყურებ და ამ საუბრებსაც რომ ვუსმენ, გული რაზე მტკივა იცით? ვხედავ, რომ ვნება აქვთ, რომ ბოლომდე უნდათ, რომ თავისი გაიტანონ. რა არის ბოლომდე გატანა? ორი რამის გარდა არაფერს ამბობენ: 'ახალი არჩევნები და სინდისის პატიმრების, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება'.

შე დალოცვილო, პატიმრები რამ გამოიწვია? იქნებოდა პატიმრები, უაზრო ბრძოლა რომ არ დაგეწყო? ვნება რომ გაქვს, მაინცდამაინც ჩამოაგდო... შეხედე, ძალას შეხედე. მთელი იმპერიები, რომ მაგათ დაუდგნენ, რუსეთიც მაგათ დაუდგეს, ევროკავშირიც, ამერიკაც, ინდოეთიც და ჩინეთიც, ყველას გასაგონად ვამბობ, მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ, ქართველები.

რომ დავრბივართ, ნების გარდა რა არის? დუჟმორეულებმა ხომ არ უნდა ვირბინოთ?! ხომ უნდა იყვნენ თქვენთან ის ადამიანები, რომლებიც უცხოელების პირით არ მესაუბრებიან?" - თქვა ქადაგების დროს ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics