14:48 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-07 10:20:01, 482 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში რეკონსტრუქციის შემდეგ პირველი საცდელი ფრენა დღეს შესრულდება

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის აეროპორტში რეკონსტრუქციის შემდეგ პირველი საცდელი ფრენა რუსეთიდან დღეს, 7 თებერვალს შესრულდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის გახსნა ზაფხულის სეზონის დასაწყისისთვის არის მოსალოდნელი.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, ვინაიდან იგი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ICAO-მ გააუქმა აეროპორტის კოდი და ამოიღო ინფორმაცია მის შესახებ დოკუმენტებიდან 2006 წლიდან.

2023 წლის ოქტომბერში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით ხელი მოაწერა ხელშეკრულებას რუსულ კომპანია "ინფრასტრუქტურ დეველოპმენტთან". აღნიშნული კომპანია არის რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი უფროსის რაშიდ ნურგალიევის ვაჟის, რაშიდ რაშიდოვიჩ ნურგალიევის კომპანია, რომელიც ამჟამად რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის პოსტს იკავებს.

სოხუმის აეროპორტმა 1993 წელს აფხაზეთის ომის გამო შეწყვიტა ფუნქციონირება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანის პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics