20:32 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-12 15:09:37, 817 ნახვა

მსოფლიო
პეტრო პოროშენკო: მინსკის მოლაპარაკების შედეგად უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო პატიმრობიდან გათავისუფლდება

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ მინსკის მოლაპარაკების ფარგლებში მხარეებმა, უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების შესახებ  გადაწყვეტილება მიიღეს. 
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკრაინელი მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო, რამოდენიმე თვეა რუსი  სამართალდამცავების მიერ არის დაკავებული. მას ბრალი საბრძოლო მოქმედებების დროს ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში და რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ედება. 

შეგახსენებთ, რომ მინსკში "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრა გუშინ საღამოს დაიწყო და დაახლოებით 16 საათი  გაგრძელდა. მოლაპარაკებებში მონაწილეობას  უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები იღებდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics