11:32 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-21 12:39:36, 12675 ნახვა

Lifestyle
სამეფო ოჯახმა ჰარის და მეგანის ქორწილის წლისთავი დააიგნორა

2 წლის წინ, 19 მაისს ვინზორების სასახლეში მდებარე წმინდა გიორგის სამრეკლოში მეგან მარკლის და პრინც ჰარის ჯვრისწერა გაიმართა. ეს რიცხვი პრესის ყურადღების გარეშე წელსაც არ დარჩენილა. მოლოცვები ბევრი იყო, მაგრამ მათ შორის ვინზორების გვარი არ ფიგურირებდა. სამეფო ოჯახმა ახალგაზრდა წყვილისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი თარიღი ამჯერად ყურადღების გარეშე დატოვა.
ახალგაზრდა წყვილმა ქორწინების მეორე წლისთავი აშშ-ში, ახალ სახლში ვიწრო წრეში აღნიშნა. 
არსებობდა მოლოდინი ,რომ ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი სასექსებს სოციალურ ქსელებში მიულოცავდნენ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. 
2019 წელს , როცა მეგანი და ჰარი ქორწილიდან პირველ წლისთავს ზეიმობდნენ, "ინსტაგრამში" უინზორების ოფიციალურ გვერდზე მისალოცი "პოსტი" გაჩნდა.
ტაბლოიდები დარწმუნებულები არიან, რომ უინზორების სიცივე ე.წ "მეგზიტით" არის განპირობებული, რომელმაც დედოფალს "გული დაწყვიტა".

 





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
ნონა ქურდოვანიძე გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
JPost: რუსეთმა ირანს ისრაელის ენერგოობიექტების სია გადასცა
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics