01:20 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-21 11:12:28, 1996 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაია - შვიდი პაციენტის ტესტირების შედეგები დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ კლინიკაში მოთავსებულია  ახალი პაციენტი, რომლებსაც ტესტირება ჩაუტარდებათ და დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი მათი კვლევის შედეგები.

ეზუგბაია საუბრობს იმაზეც, რომ მუდმივად გრძელდება პაციენტებთან ტესტირება და შედეგების მიხედვით, მათი გადამისამართება საკარატინე სივრცეებსა და თვითიზოლაციაში ხდება.

მარინა ეზუგბაია აღნიშნავს, რომ ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„დღეს ახალი პაციენტების რაოდენობა ჯერჯერობით, გუშინდელს მერე შვიდია. სანამ დაიწყება ლაბორატორიის სამსახურის მიერ ტესტირების აღება, შეიძლება მერე შემოგვემატოს. დღის მეორე ნახევარში გეცოდინებათ არსებული ტესტების პასუხები. დღის მეორე ნახევარში ახალი ტესტების აღება იქნება აუცილებელი იმიტომ, რომ მუდმივად გრძელდება ტესტირებული პაციენტების გადამისამართება ან საკარანტინე სივრცეში, ან თვითიზოლაციაში და მათ ადგილს იკავებენ  სხვა პაციენტები“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics