12:20 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-05 13:19:55, 396 ნახვა

სამართალი
ვარკეთილში დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ვარკეთილში გუშინ დაჭრილი პოლიციელის ვალერიან გრძელიშვილის  ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.  ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

როგორც ექიმები აცხადებენ, ამ ეტაპზე  მას ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია უტარდება.

ცნობისთვის, შსს-ს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics