18:46 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-01 17:36:02, 511 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არასათანადო პირობებზე საუბრობს

„სასჯელაღსრულების რიგ დაწესებულებებში პრობლემად რჩება არასათანადო პირობები. ამ მხრივ, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა  #7 დაწესებულებაში და აუცილებელია მისი გაუქმება.“,-ამის  შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა 2014 წლის ანაგრიშის წარდგენისას განაცხადა. 
„2014 წელს გარემონტდა და გაიხსნა სასჯელაღსრულების ცენტრალური საავადმყოფო, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სამედიცინო მომსახურება. ასევე გარემონტდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-16 დაწესებულება. ხორციელდება ვირუსული „ც“ ჰეპატიტის სამკურნალო და სუიციდის პრევენციის  პროგრამები“,-აღნიშნულია ანგარიშში. 
ამასთან, მიუხედავად პოზიტიური ცვლილებებისა პენიტენციალურ სისტემაში, ომბუდსენისთვის საგანგაშოა რამდენიმე პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებები.
„საზოგადოებისთვის კვლავ უცნობია ფარტენაძის და სხვა რამდენიმე პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებები და გამოძიების შედეგები. დაწესებულებებში გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობა 28 შეადგენდა, საიდანაც 7-მა სიცოცხლე სავარაუდოდ სუიციდით დაასრულა.
კვლავ ნაკლები პროგრესი შენიშნებოდა 2012 წლამდე წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის შესახებ მსჯავრდებულთა ათასობით საჩივრის  გამოძიების პროცესში და ერთეული საქმეების გარდა, შედეგი ადამიანის უფლებათა ამ სისტემური დარღვევის ფაქტებზე არ დამდგარა. 
საზოგადოების ლეგიტიმური მოლოდინის მიუხედავად, ამ დრომდე არშექმნილა სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც დაინტერესებულ პირებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გადასინჯვის შესაძლებლობას მისცემს, მათ შორის ქონების რესტიტუციას და მორალური ზიანის ანაზღაურებას უკანონო მსჯავრდებისათვის, ასეთის არსებობის შემთხვევაში“,-ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics