14:08 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-06 12:45:48, 858 ნახვა

რეგიონი
ოზურგეთის სასწრაფო დახმარების რაიონულ სამსახურს შენობა გადაეცა

ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ სამსახურს შენობა გადაეცა.

ახალი ადმინისტრაციული ფართი დაათვალიერეს და პერსონალის სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი დავით ტორუა, ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ბეგლარ სიორიძე.

რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოზურგეთის რაიონულ სამსახურს ახალი ადმინისტრაციული შენობა ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გადასცა.  ექიმებისთვის, ექთნებისა და მძღოლებისთვის ცალკეა გამოყოფილია მოსასვენებელი და სამუშაო ოთახები. აქვეა გათვალისწინებული მედიკამენტების შესანახი და სასაწყობე სივრცეც.

ოზურგეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული სამსახურის 55 თანამშრომელი ამ დრომდე ერთ-ერთი კერძო კლინიკის სამ ოთახში იყო განთავსებული, სადაც შესაბამისი სამუშაო პირობები არ არსებობდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics