15:46 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-05 13:57:29, 661 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს შეხვდა

აჭარის  მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს რაშად ისმაილოვს შეხვდა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

მათივე ინფორმაციით,  პატარაძემ და რაშად ისმაილოვმა აჭარის რეგიონსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს დაუთმეს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული მეგობარი ქვეყანაა. აზერბაიჯანი აჭარისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული სამიზნე ქვეყანაა, სადაც სარეკლამო-მარკეტინგული ღონისძიებებს ყოველწლიურად ახორციელებს. აზერბაიჯანიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა მუდმუვად მზარდია.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics