10:06 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-08 20:31:08, 673 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში ფრანგულ ინსტიტუტთან აქცია „მე ვარ შარლი“ გაიმართა

აღმაშენებლის გამზირზე, ფრანგულ ინსტიტუტთან აქცია სახელწოდებით „მე ვარ შარლი“ გაიმართა.
აქცია სოციალურ ქსელებში დაიგეგმა და დაალოებით ასამდე ადამიანი იყო შეკრებილი.
აქციის დაწყებისას, შეკრებილ საზოგადოებას საფრანგეთის ელჩმა საქართველოში რენო სალენსიმ  მიმართა და აქციის მონაწილეებს ფრანგი ხალხისადმი სოლიდარობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც საფრანგეთის ელჩმა აღნიშნა,  დიდი პატივია, როდესაც ქართველი ხალხი ამ მძიმე წუთებში ფრანგ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.
აქციაზე ცნობილი სახეები და პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის ტრაგედია, რაც საფრანგეთში დატრიალდა, არა მხოლოდ ფრანგების, არამედ მთელი მსოფლიოს გამოწვევაა და საქართველო ტერორიზმის წინააღმდეგ ყოველთვის იბრძოლებს.  
აქციის მონაწილეებმა საფრანგეთის ინსტიტუტთან ყვავილები მიიტანეს და  ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმის დროს გარდაცვლილი 12 ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად სანთლები დაანთეს.
აქციის მონაწილეებს ასევე ტრანსფარანტები ეჭირათ წარწერით „"Je suis Charlie", (მე ვარ შარლი).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით tktfly.ge
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics