17:40 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-06 18:37:58, 661 ნახვა

სხვადასხვა
დავით ზალკალიანი აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორს დაგლას ბოლს შეხვდა

საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის შეხვედრა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელთან დაგლას ბოლთან.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს USAID-ის მიერ საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების მნიშვნელობა, როგორც ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების, ისე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით. ყურადღება გამახვილდა საქართველოს რეგიონებში აქტიური მუშაობის მნიშვნელობაზე, რათა უფრო თვალსაჩინო გახდეს საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო დონორების ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებული ინიციატივები და მიღებული სარგებელი.
 
მხარეებმა ასევე განიხილეს  ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში საქართველოს მთავრობის წარმატებული მუშაობა და ის ინიციატივები, რომლებიც საერთაშორისო მასშტაბით ქვეყნის პოპულარიზაციის კარგ საშუალებას წარმოადგენს.
მხარეები შეთანხმდნენ აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე და საქართველოს შესაბამის უწყებებთან ერთად საქართველოს მთავრობის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით კონკრეტული ქმედებების განხორციელებაზე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics