00:47 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-07 15:18:38, 557 ნახვა

მსოფლიო
ირანის ხელისუფლება BBC Persian-ის თანამშრომლებსა და მათ ოჯახებს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქების გამო ემუქრება

BBC Persian-ის რამდენიმე ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ირანის უსაფრთხოების ძალებმა მათი ოჯახის წევრებს დაპატიმრებითა და ქონების კონფისკაციით დაემუქრნენ, თუ ისინი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ რეპორტაჟებს არ შეწყვეტენ. The Guardian-ის ცნობით, რეჟიმის უსაფრთხოების სამსახურებმა იციან ამ ჟურნალისტების ზუსტი საცხოვრებელი და სამუშაო მისამართები ლონდონში, სადაც BBC Persian-ის შტაბ-ბინაა განთავსებული.

აღნიშნულია, რომ მიუხედავად ბრიტანეთის დედაქალაქში ყოფნისა, ისინი ირანული დაზვერვის „სამიზნედ“ რჩებიან. ზოგიერთი ჟურნალისტი დამატებით უსაფრთხოების ზომებს იღებს, ზოგი კი იძულებული გახდა თანამდებობიდან გადამდგარიყო ნათესავების ფინანსური სირთულეების გამო.

BBC Persian-ის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, ირანში მისი ოჯახი გააფრთხილეს, რომ „მათთვის ლონდონიც კი არ არის უსაფრთხო“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics