01:46 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-28 21:55:49, 407 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ვერ აცნობიერებენ, რომ ჩემ სიტყვას მეტი ძალა აქვს

„მე არანაირი ბერკეტი არ მაქვს ვინმე ვმართო. ამაზე ბევრჯერ ვუპასუხე ალასანიას და მარგველაშვილს“, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში  განაცხადა.

ივანიშვილის განმარტებით, მის სიტყვას კი მეტი ძალა იმიტომ აქვს, რომ საზოგადოებაში ჭარბი ნდობა აქვს.

„ირაკლი ალასანიას და გიორგი მარგველაშვილს ბევრჯერ ვუპასუხე, რადგან „ნაციონალურ მოძრაობაზე“ აღარ ვრეაგირებ, არავითარი ბერკეტი არ გამაჩნია იმის, რომ ვინმე ვმართო, ვინმეს ვაიძულო, რომ ჩემი რჩევები გაითვალისწინოს“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე მტკიცებით, მარგველაშვილი და ალასანია, ვერც ერთ შემთხვევას ვერ გაითვალისწინებენ, რომ მათ რამე აიძულა ან დაჟინებით ურჩია.

„რამდენადაც ისინი ვერ გებულობენ, თუ რა ხდება რეალურად,შევეცდები, კიდევ ერთხელ განვუმარტო მათ.  წამოსვლისას ძალიან ხშირად ვაკეთებდი განმარტებას რა უნდა ვაკეთო. რატომ არ უნდა დავრჩე მთავრობაში. ეს ბევრჯერ განვუმარტე მათ და ან ვერ დაიმახსოვრეს ან ვერ გაიგეს. ის, რომ მე საზოგაოდების ჭარბი ნდობა მაქვს, ეს ჩემით მაქვს მოპოვებული, ეს არც მარგველაშვილს და არც ალასანიას არ უჩუქებიათ. ჩემი მოღვაწეობით, ჩემი შრომით მივაღწიე იმას, რომ საზოგადოების ზედმეტი ნდობა დავიმსახურე. რა აბნევს მათ?! ვერ გაუგიათ რას ნიშნავს რჩევა და საზოგადოების ზედმეტი ნდობა. ალასანიას ინტერვიუს თუ გავიხსნებთ, როდესაც ის მთავრობიდან წამოვიდა, მას ჰკითხეს, რამე გავლენას ვახდენდი თუ არა მე მასზე. ვერაფერი გაიხსენა, თუმცა მან თქვა „მე სულ მეჩვენება, რომ ის მართავს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics