01:27 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-06 12:55:08, 1991 ნახვა

საზოგადოება
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია

საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი მიზანი იყო სახელმწიფო ინსტიტუტების აღჭურვა ისეთი ბერკეტებით, რომლებიც მინიმალური საპროცესო გარანტიების პირობებში შესაძლებელს გახდიდა ხელისუფლებისგან განსხვავებული აზრის მქონე პირების, მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა სამაგალითო დასჯასა და ქვეყნიდან გაძევებას. აღნიშნული ტენდენციის ერთ-ერთი მაგალითია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2025 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედებული ცვლილებები. კანონმდებელმა ისეთ მუხლებზე, როგორიცაა 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა), რომლებიც ტრადიციულად აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენება, დაამატა ახალი სახდელები: უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 3-დან 5 წლამდე ვადით. სწორედ ამ ცვლილებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევაც კი შეიძლება გახდეს ისეთი ფორმალური საფუძველი, რომლითაც თუნდაც გარდაუვალი საფრთხის წინაშე მყოფი ადამიანი, მსგავსად აფგან სადიგოვისა, ქვეყნიდან გააძევონ სწორედ იქ, სადაც ამგვარი საფრთხე ემუქრება. თავის მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ მოსამართლე ვალდებულია ასეთ დროს იხელმძღვანელოს უფრო სპეციალური ან/და იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი ნორმატიული ვალდებულებებით, და, ასეთი საფრთხის არსებობის შემთხვევაში, არ დაუშვას პირის გაძევება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics