13:06 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-29 23:57:39, 935 ნახვა

სპეციალური ანონსი
30 დეკემბრის სპეციალური ანონსი

30 დეკემბერს, 10:00 საათიდან 22:30 საათამდე, ”თბილისი მოლში”, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ტექნოპარკის ფაბლაბის ორგანიზებით გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

30 დეკემბერს, 11:00 საათზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს ღვინის მუზეუმში, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მედიის წარმომადგენლებს სამინისტროს 2017 წლის პრიორიტეტებს და სამომავლო გეგმებს გააცნობს.
მის.: მარშალ გელოვანის გამზ.#6ა 
საკ. პირი ნანა ჩინჩილაკაშვილი 599 502 619

30 დეკემბერს, 11:00 საათზე, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი მრავალსულიან დევნილ ოჯახს, რომელსაც ახალაშენებულ კორპუსში ბინა გადაეცა დამდეგ შობა-ახალ წელს მიულოცავენ.
მის.: თბილისი, ვაჟა-ფშაველას N23
საკ. ტელ: 2 31 15 98

30 დეკემბერს, 11:00 საათზე, უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში, “აუდიტორია 115”-ის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ”მოძრაობის სამომავლო გეგმები და სტრატეგია” 
საკ. პირები: გიორგი არობელიძე 574 831 085 ნათია ქარჩილაძე 551 435 363

30 დეკემბერს, 11:00 საათზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე და ორგანიზაციის წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ. 
თემა: ”ბოლო დროს მოხის საჯარო სკოლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენები” 

30 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მედიის წარმომადგენლებისთვის 2016 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს.
მის.: გენერალ კვინიტაძის N 20 (სანაპიროს მხრიდან); თავდაცვის სამინისტრო
საკ. პირი: თაკო შარმიაშვილი 593 395 151

30 დეკემბერს, 13:00 საათზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2016 წლის მუშაობას შეაჯამებს. 
მის.: მთავრობის ადმინისტრაციის შენობა, შეხვედრების ოთახი 1. მესამე სართული.

30 დეკემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

30 დეკემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“, მათემატიკის ოლიმპიადა „ევერესტის“ მე-15 სეზონის გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება.
საკ. პირი ირმა ჭარაქაშვილი 555 947 075

30 დეკემბერს, 14:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სოცმუშაკებსა და სამინისტროს პარტნიორ ორგანიზაციებს დააჯილდოებს.
მის.: წერეთლის #144; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მე-8 სართული, შეხვედრების ოთახი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics