14:05 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-05 11:07:42, 802 ნახვა

რეგიონი
არჩილ ხაბაძემ ადგილობრივ მუსლიმებს რამადან ბაირამი მიულოცა

არჩილ ხაბაძე ბათუმის მთავარ მეჩეთში რამადან ბაირამის სადღესასწაულო ლოცვას დაესწრო.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, არჩილ ხაბაძესთან  ერთად ლოცვაზე აჭარის მთავრობის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ.

,,მინდა მივულოცო მთელი მსოფლიოს მუსლიმ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი აჭარაში მცხოვრებ მუსლიმებს. ეს არის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელიც გულისხმობს სიყვარულს, ურთიერთმიტევებას, ღარიბისადმი და გაჭირვებულისადმი დახმარებას. ამ დღეს ყველა მუსლიმი არის განსაკუთრებულად კეთილი და დადებითად განწყობილი. მინდა მათ ვუსურვო წარმატებები, სიყვარული, სიხარული. მე დღეს აღვნიშნე, რომ დიდი კულტურა და ისტორია გვაქვს თანაცხოვრების, ერთად ყოფნის, ჩვენ ერთად შევქმენით ჩვენი სახელმწიფო, ბევრი წარმატება გავიზიარეთ ერთად. ჩვენი მომავალიც არის ჩვენს ერთად ყოფნაში, ტოლერანტობაში ერთამნეთისადმი და ურთიერთსიყვარულში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გვერდში დგომისათვის ყველა მუსლიმს, ეს არის სიყვარულის, მიტევების და სიკეთის დღესასწაული" -  განაცხადა ხაბაძემ. 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics