08:21 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-21 18:12:13, 461 ნახვა

მსოფლიო
ტრამპს სურს გრენლანდიის შესყიდვაზე მოლაპარაკება - ეს ჩვენი ტერიტორიაა

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს გრენლანდიის შესყიდვაზე მოლაპარაკება. მისი თქმით, მხოლოდ შეერთებულ შტატებს შეუძლია კუნძულის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

„ეს უზარმაზარი, დაუცველი კუნძული რეალურად ჩრდილოეთ ამერიკის ნაწილია, დასავლეთის ნახევარსფეროს ჩრდილოეთ საზღვარზე. ეს ჩვენი ტერიტორიაა. როგორც ჩვენი ისტორიის განმავლობაში მრავალი ტერიტორია დავიმატეთ – ისე, როგორც მრავალი ევროპული ქვეყანა აკეთებდა – აქ არაფერია არასწორი.“ - ხაზგასმით აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის პატივს სცემს გრენლანდიისა და დანიის ხალხს, მაგრამ ნატოს ყველა წევრს უნდა შეეძლოს თავისი ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა:

„არც ერთ ქვეყანას ან ქვეყნების ჯგუფს არ შეუძლია გრენლანდიის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეერთებული შტატების გარდა. ჩვენ დიდი ძალა ვართ“. ტრამპმა მაგალითად მეორე მსოფლიო ომი მოიყვანა, როდესაც „დანია გერმანიას მხოლოდ ექვსსაათიანი ბრძოლის შემდეგ დანებდა“. შემდეგ აშშ ჩაერია გრენლანდიის ტერიტორიის შესანარჩუნებლად.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს ახლა აქვს იარაღი, რომელსაც შეუძლია „ყველაფრის“ განადგურება ერთი რაკეტით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics