14:02 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-10 12:08:26, 579 ნახვა

მსოფლიო
TIME: ირანში საპროტესტო აქციების დროს 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ირანის ექვს საავადმყოფოში მომიტინგეებს შორის სულ მცირე 217 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა უმეტესობა „ცოცხალი ტყვიებით“ მოხდა, განუცხადა TIME-ს ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმმა. მან დასძინა, რომ ხელისუფლებამ საავადმყოფოებიდან ცხედრები ამოიღო.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს რიცხვი მნიშვნელოვნად განსხვავდება ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მიერ მოწოდებული მონაცემებისგან. ამ უკანასკნელის ცნობით, საპროტესტო აქციების დაწყებიდან სულ მცირე 63 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 49 მშვიდობიანი მოქალაქე.

ირანში ორი კვირის წინ დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. გუშინ ღამით მომიტინგეებმა თეირანისა და სხვა ქალაქების ქუჩებში ანტისამთავრობო ლოზუნგები სკანდირებდნენ. ასევე გამოჩნდა ვიდეოები, სადაც ადამიანები შაჰის ეპოქის ირანულ დროშებს მაღლა სწევენ და კედლებზე „დიდხანს იცოცხლოს შაჰმა“-ს წერენ.

ამავდროულად, პროსამთავრობო მედია საშუალებები ქვეყნის ქუჩებში ნგრევის კადრებს აქვეყნებენ და არეულობის ინსპირატორებს ადანაშაულებენ, რომლებიც „საპროტესტო აქციების საფარქვეშ ხალხის ქონებას ანადგურებენ და ღიად გამოხატავენ მტრულ დამოკიდებულებას ირანის ხალხის მიმართ“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics