2026-01-03 18:49:33, 572 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთი „ღრმად შოკირებულია და მკაცრად გმობს“ აშშ-ის სამხედრო ოპერაციას ვენესუელაში.
ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ძალის გამოყენებას „სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ და მისი პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს“ „აღმაშფოთებელი“ უწოდა. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის ქმედებები „საფრთხეს უქმნის ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში მშვიდობასა და უსაფრთხოებას“.
„მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებს, დაიცვას საერთაშორისო სამართალი და გაეროს წესდების მიზნები და პრინციპები და შეწყვიტოს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დარღვევა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,