12:19 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-26 14:12:47, 955 ნახვა

სამართალი
მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის დედა მკვლელების დასჯას ითხოვს - თუ დაიჭერენ სამივეს, ოჯახებისთვის უკეთესია, ცოცხლები ეყოლებათ

ახალგაზრდა მასწავლებელს, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე მისი შვილის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის სასტიკ დასჯას ითხოვს. "თუ დაიჭერენ სამივეს, ოჯახებისთვის უკეთესია, ცოცხლები ეყოლებათ." - ამბობს კუპატაძე მედიასთან საუბარში.

" გარეთ რომ გავედით, დავინახე უცხო ბიჭი, შემოღობილში, შლაგბაუმი ჩვენს გამო გაღებულა-თქო. გიგამ მითხრა, რატომ აგვიანებ დე, რას შვრებითო და დედა, მე ვუთხარი, ვიღაცები სხედან და კარებს ვკეტავმეთქი. კაი დე, მერხები და წიგნები ვის რად უნდა, მეტი აქ რა გვაქვსო და თურმე მთელი კვირა იყვნენ, მთელი კვირა გვდარაჯობდნენ. ქვეყანაში, სადაც არ არის დაცული გიგა ავალიანი, არ არის დაცული არავინ იმიტომ, რომ გიგა ავალიანი თავის თავს თვითონ იცავდა თავისი წესიერებით, პატიოსნებით, ზრდილობით, განათლებით, თავისი მენტალიტეტით, სადაც თავს დაესხნენ ვიღაც ლაწირაკი არასრულწლოვანები გიგა ავალიანს, იქ არც თქვენ არ ხართ შვილო დაცული, არავინ არ არის დაცული. ჩემთვის 17 წლის მკვლელი, ისეთივე მკვლელია, როგორც 37 წლის, ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს რამდენი სანთელი ჩააქრო დაბადების დღეზე - მე გიგა მომიკლეს. ისინი ციხეში უნდა ამოვალპო. თუ დაიჭერენ სამივეს, ოჯახებისთვის უკეთესია, ცოცხლები ეყოლებათ. პოლიციამ რომ მუხლი მისცა 117-ე, გაიმარტივეს, ეჭვიანობის ნიადაგზე რომ ცემა დაარქვეს და 4 წელი ემუქრება, ეს არ არის დაჭერა. ჯგუფურად მოკლეს, შეთანხმებით, გაიგეთ ხალხნო... თუ ფლირტაობას გრძნობს, რომელი მასწავლებელი მიმართავს თქვენობით ბავშვს და შენობით [არასრულწლოვანი გოგონას სახელს ახსენებს] აქვს მინაწერი, ბოლოს, როცა უკვე მკვლელები აგერ ისხდნენ, მერე უწერია თქვენობით. გიგას თავდაცვაც არ აქვს დაწყებული , ჯერ გათიშეს და მერე დაესხნენ და მერე იქვე იყვნენ სასწრაფო რომ მოვიდა იცით?... ეს მეორე დანაშაულია" | ამბობს გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე TV პირველთან

 ახალგაზრდა მასწავლებელს, გიგა ავალიანს თავს რამდენიმე კვირის წინ, საცხოვრებელ კორპუსთან დაესხნენ და მძიმე დაზიანებები მიაყენეს. ავალიანს 2 ოპერაცია ჩაუტარდა, ის მთელი ამ დროის მანძილზე კომაში იყო და 24 ოქტომბერს, კლინიკაში გარდაიცვალა.

 ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, დაკავებულია 17 წლის მოზარდი, თუმცა დედა ამბობს, რომ ავალიანს ჯგუფურად სამი არასრულწლოვანი გაუსწორდა და მათ დასჯას მოითხოვს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics