01:34 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-04 19:23:19, 2053 ნახვა

სხვადასხვა
მუნიციპალურმა ინსპექციამ რეკრეაციული ზონის მიტაცების მცდელობის ფაქტი გამოავლინა

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ისნის რაიონში, მახათას მთის მიმდებარედ, რეკრეაციულ ზონაში სახელმწიფო მიწის მიტაცებისა და მწვანე ნარგავების დაზიანება/გაჩეხის მასშტაბური ფაქტების აღსაკვეთად, სპეციალური ღონისძიება ჩაატარა.

ინსპექციის თანამშრომლებმა სახელმწიფო მიწაზე მიმდინარე 17 უკანონო მშენებლობის დემონტაჟი განახორციელეს, ასევე, ტერიტორიაზე არსებული, წითელ წიგნში შეტანილი ელდარის ფიჭვების შემდგომი დაზიანებისა და გაჩეხის ფაქტები აღკვეთეს.

„მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩავატარეთ - აღვკვეთეთ რამდენიმე ჰექტარი სახელმწიფო ტერიტორიის, რეკრეაციული ზონის მიტაცების მცდელობა, გადავარჩინეთ ფიჭვნარი რომლის გაჩეხისა და დაზიანების მაღალი რისკი და მცდელობა არსებობდა. ტერიტორიაზე სრულად მოხდა მიმდინარე უკანონო მშენებლობების დემონტაჟი, ასევე, სამშენებლო ნარჩენის გატანა და ტერიტორიის გაწმენდა/დასუფთავება განხორციელდება. ინსპექციის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს სახელმწიფო მიწების დაცვა და უკანონო მშენებლობების აღკვეთა. ამ მიზნით, ღონისძიებებს ინტენსიურად ვახორციელებთ. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო პროცესში, ასევე, სამართალდამცავ უწყებებს ეფექტური რეაგირებისა  და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გოგი ჩიქოვანმა.

მუნიციპალური ინსპექცია აქტიურად ახორციელებს ინტენსიურ მონიტორინგსა და შესაბამის რეაგირებას დედაქალაქში სამშენებლო სამართალდარღვევების, რეკრეაციული ზონებისა და სახელმწიფო მიწების მიტაცების აღკვეთის მიზნით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics