01:17 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 11:53:59, 822 ნახვა

კომენტარი
კალაძე: საქართველოს აქვს რესურსი, ელექტროენერგიის თვალსაზრისით, დამოუკიდებელი ქვეყანა იყოს

 ენერგეტიკის  მინისტრ კახი კალაძის განცხადებით, საქართველოს აქვს რესურსი, ელექტროენერგიის თვალსაზრისით,  დამოუკიდებელი ქვეყანა იყოს.

ამის შესახებ კალაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა, სადაც  დეპუტატებს  ქვეყნის ენერგეტიკის სფეროში არსებული მდგომარეობის, მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციას აცნობს.

კალაძის თქმით, სამწუხაროა, რომ ქვეყანაში არსებობენ  გარკვეული ძალები, რომლებიც  ამ რესურსების  გამოყენებას უარგუმენტოდ ეწინააღმდეგებიან:

„დღეს, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველო გარკვეულწილად დამოკიდებულია მეზობელ ქვეყნებზე, რადგან ვენ განსაკუთრებით ზამთრის თვეებში, მაშინ, როცა ქვეყანაში ყველაზე მეტია ელექტროენერგიის მოხმარება, გვიწევს მისი დამატებითი შემოტანა მეზობელი ქვეყნებიდან იმის გათვალისწინებით, თუ რომელი ქვეყანა შემოგვთავაზებს საუკეთესო ფასს– რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, სომხეთი, თუმცა, რეალურად ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, იმის გათვალისწინებით, თუ რა რესურსები გააჩნია ქვეყანას, რომ მოვახერხოთ და უახლოეს პერიოდში საქართველო ელექტროენერგიის თვალსაზრისით, გახდეს დამოუკიდებელი ქვეყანა. სამწუხაროა ის, რომ ქვეყანაში არსებობს გარკვეული ძალები, ვინც ეწინააღმდეგება თუნდაც იმ რესურსების გამოყენებას, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ, ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას, არგუმენტების გარეშე ხდება ამაზე საუბარი”,-განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ მისი შეფასებით, ეს მიზანმიმართულად ხდება:

„მე ვფიქრობ, ეს ხდება მიზანმიმართულად, რომ მოხდეს დარგის დისკრედიტაცია, თუმცა,  ქვეყანაში  არსებობენ ადამიანები, რომლებიც მიესალმებიან  მნიშვნელოვანი მასშტაბური პროექტების განხორციელებას“,-განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics