20:27 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-08 14:32:31, 712 ნახვა

კომენტარი
ალექსი პეტრიაშვილი: მე ასოცირების შეთანხმება გამქონდა, ვიღაც ამ პიროვნებას - ლომბარდები

"მე  ასოცირების შეთანხმება გამქონდა,  ვიღაც ამ პიროვნებას- ლომბარდები",-ამის შესახებ პარტია "თავისუფალი დემორკატების" გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა მის თავდასხმაში ბრალდებულის დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

პეტრიაშვილის თქმით, ლევან მექაბიშვილთან არანაირი პიროვნული გადაკვეთა არ ჰქონია და  თავდასხმის მოტივი მისთვის უცნობია. პეტრიაშვილი  ამბობს, რომ სანამ შემკვეთი არ გამოვლინდება, საქმე გახსნილად არ ჩაითვლება:

"მე გამქონდა ასოცირების შეთანხმება, ვიღაც ამ პიროვნებას- ლომბარდები. ასე რომ, ჩვენ გადაკვეთები არ გქვნია,წარმოდგენა არ მაქვს ამ სახელზე და გვარზე.არავითარი პიროვნული გადაკბეთა მე მაგ ადამიანთან არ მქონია.წავიკითხე ცალკეული პოლიტიკოსების საბრალდებო დასკვნები, მოტივაციები და და ვერ მივბაძავ მათ ამ "მჭერმეტყველებაში".გამოძიებას უნდა მივცეთ შესსძზლებლობა, რომ გამოძიოს მოტივი. გამოძიება არ იქენბა დასრულებული და საქმე არ იქნება გახსნილი სანამ არ იქნება გამოვლენილი დამკვეთი არ იქნება დამკავებული მეორე  შემსრულებელი და დამკვეთი.უნდა მოხდეს სამაგალითო დასჯა ჩვენი ქვეყნის მომავალისთვის არა ჩემთვის",-განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის  საქალაქო სასამართლომ   ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს   აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა  შეუფარდა.

მექვაბიშვილი ამ დროისათვის ერთადერთი ბრალდებულია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დააკავა.

შეგახსენებთ,  გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics