2015-02-09 16:51:05, 566 ნახვა
ეკონომიკა
ლარი კვლავ გაუფასურდა
დოლართან მიმართებაში ლარი კვლავ გაუფასურდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, 10 თებერვლიდან 1 დოლარის შეძენა 2.0346 ლარად იქნება შესაძლებელი.
ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ერთ დღეში 0.0039 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან