2020-03-24 18:20:01, 6289 ნახვა
ომი უკრაინაში
ოლიმპიური თამაშები „ტოკიო 2020“ ერთი წლით გადაიდო
ოლიმპიური თამაშები „ტოკიო 2020“ ერთი წლით გადაიდო.
აღნიშნულ ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, შონზო აბემ განაცხადა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მან მიაღწია შეთანხმებას, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ტომას ბახთან.
ცნობისთვის, ამ დრომდე, იაპონიაში ოლიმპიური თამაშებისთვის მზადება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
გუშინ, კანადამ საკუთარი ქვეყნის გუნდი თამაშებიდან ოფიციალურად გაიწვია.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან