2020-03-20 11:14:16, 2550 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსით ინფიცირებული 86 წლის ქალის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, საყურადღებოა ასაკისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 86 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა, ასაკისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით, საყურადღებოა.
"ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც 86 წლის გახლავთ, რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, საყურადღებო, ასაკისა და თანმხლები დაავადების გათვალისწინებით, მაგრამ ჯერჯერობით ვინარჩუნებთ სტაბილიზაციას", - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,