14:36 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-23 14:13:44, 2807 ნახვა

კულტურა
კულტურული ძეგლების რეაბილიტაცისთვის 1 400 000 ლარი გამოიყო

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსათვის 1 400 000 ლარი გამოიყო.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული თანხა 2015 წელს მიმდინარე პროექტების გარდა, დამატებით 13 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციას მოხმარდება. მათ შორის განხორციელდება თიანეთის, მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმის სრული რეაბილიტაცია;

უწყების ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდება შემდეგ ობიექტებზე: სენაკის აკაკი ხორავას სახელობის დრამატული თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი;ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა კომპლექსში, ნიკო დადიანის სასახლის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი; სოფელ დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი; ასპინძის მუნიციპალიტეტში, შორეთის XIV-XV საუკუნეების სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი;

სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი კი, შემდეგ ძეგლებზე განხორციელდება: საფარის მთავარი ტაძრის და სამრეკლოს სარეაბილიტაციო სამუშაოების  მეორე ეტაპი; სოფელ ნაბახტევის XV საუკუნის ღვთისმშობლის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი;

როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული თანხა ასევე მოხმარდება: აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-კვლევით სამუშაოებს; კვიპროსში, ღალიის სამონასტრო კომპლექსის ფიქსაციას, ინვენტარიზაციასა და პოპულარიზაციას; თისელის XIV-XV საუკუნეების გუმბათიანი ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოებს; გელათის აკადემიის შენობის მიმდებარედ აღმოჩენილი არქეოლოგიური ობიექტების დროებითი გადახურვის მოსაწყობად საპროექტო დოკუმენტაციის შედგენასა და გენერალური გეგმის კორექტირების სამუშაოებს; ატენის სიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებს; თბილისში, მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics