2019-05-26 02:04:05, 10675 ნახვა
Lifestyle
„ოქროს პალმა“ კორეულმა ფილმა მიიღო ხოლო საუკეთესო მსახიობად ანტონიო ბანდერასი დასახელდა
კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრემია, „ოქროს პალმა“ სამხრეთკორეულმა კომედიამ „პარაზიტმა“ მიიღო. ჟიურის გრან პრი მატი დიოპის ერგო სურათისთვის – „ატლანტიკა“. საუკეთესო რეჟისურისთვის ჯილდო გადაცათ ძმებ დარდენებს.
ამასთან, საუკეთესო მსახიობი მამაკაცი ანტონიო ბანდერასი გახდა, პედრო ალმოდოვარის ახალ ფილმში შესრულებული როლისთვის. ნახევრად ავტობიოგრაფიული ფილმი რეჟისორზე მოგვითხრობს, რომელიც საკუთარ ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებს ეჭვქვეშ აყენებს.
ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან