|
2018-07-14 16:39:36, 3267 ნახვა
სპორტი
მარგველაშვილი: თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა მიუღებელი ნამდვილად არ არის
„თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა მიუღებელი ნამდვილად არ არის“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა TV 25-ის ეთერში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, რიჟვაძის წინააღმდეგ სერიოზული არგუმენტები ჯერჯერობით არავისგან მოუსმენია. „რას გავაკეთებ გამოჩნდება ცოტა ხანში, მაგრამ მიუღებელი ნამდვილად არ არის. მე გარდა იმისა, რომ ადამიანი ახალგაზრდაა, ჯერჯერობით სერიოზული კრიტიკა ამ ადამიანის თაობაზე არ მომისმენია არც დახურულ შეხვედრებზე, არც მედიაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა. მან ასევე აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის შერჩევის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონსულტაციებს უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ ყველა პარტიასთან მართავს. „მე გუშინ ვესაუბრე არა მხოლოდ მმართველ პარტიას, არამედ ყველა პარტიის წარმომადგენელს, რომელიც არის უმაღლესი საბჭოში წარმოდგენილი. მე შევეცადე, პოლიტიკური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს აჭარაში, იყოს მაქსიმალურად საზოგადოების და პოლიტიკური ძალების შემკრები პროცესი და იმედი მაქვს, რომ ეს გამომდის. საქმე ისაა, რომ ასეთი ღია და პოლიტიკურად ინკლუზიური ჩართვითი პროცესი არის ერთ-ერთი ნაწილი დემოკრატიული სახელმწიფო ფუნქციონირების. კონსტიტუციის მიხედვით, ჩემი ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ მე უნდა წარვადგინო რეგიონის ხელმძღვანელის კანდიდატურა და ეს უნდა განხორციელდეს მაქსიმალური კონსულტაციების გზით. ეს კონსულტაციები ახლაც გრძელდება და მე იმედი მაქვს, შევძლებთ ჩამოვყალიბდეთ ისეთ კანდიდატზე, რომელიც იქნება რეგიონისთვის სასარგებლო“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)