2015-01-18 10:53:45, 338 ნახვა
საზოგადოება
მამა ილია კარტოზიას საქართველოში დღეს გადმოასვენებენ
ადრიატიკის ზღვაში, ბორან „ნორმან ატლანტიკის“ კატასტროფის შედეგად გარდაცვლილ მოძღვარ ილია კარტოზიას იტალიიდან საქართველოში დღეს გადმოასვენებენ. მამა ილია კარტოზიას ცხედარს მცხეთაში, დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის ეზოში დაკრძალავენ, სადაც ის მსახურობდა. შეგახსენებთ, რომ ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფებოდა. მათგან შვიდის გადარჩენა მოხერხდა, მამა ილია კი ზღვაში დაიხრჩო. მან ბორანზე ადგილი ბავშვიან ქალს დაუთმო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან