|
2015-01-15 17:51:11, 376 ნახვა
საზოგადოება
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 12 ახალი რეანომობილი გადაეცა
თბილისის მერიის სსიპ „თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის“ ფილიალებს 12 ახალი რეანომობილი გადაეცა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ფილიალებისთვის სპეციალური აღჭურვილობის მქონე მანქანების გადაცემას თბილისის მერი დავით ნარმანია, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი დაესწრნენ. თბილისის მერმა ჯანდაცვის მინისტრთან ერთდ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შენობაც დაათვალიერა და ცენტრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. დავით ნარმანიას თქმით, ახალი რეანომობილები საჭიროების მიხედვით, დამატებითი, ან სარეზერვო ეკიპაჟისთვის იქნება გამოყენებული. მისივე თქმით, მანქანები აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტით, რაც აუცილებელია სწრაფი და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურებისთვის. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, წელს დაგეგმილია დამატებით რამდენიმე რეანომობილის შეძენა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, რეანომობილები გამართულია საერთაშორისო სტანდარტებით. „მე თვითონაც ყოფილი სასწრაფო დახმარების ექიმი ვარ, თავად ვნახე ეს აღჭურვილობა და დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ასეთ მანქანაში“ - განაცხადა დავით სერგეენკომ. „ფორდის“ მარკის ახალი რეანომობილები ევროპული სტანდარტების სპეციალური სამედიცინო ტექნიკითაა აღჭურვილი, რომლის მეშვეობით პაციენტისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა კლინიკაში მიყვანამდეა შესაძლებელი. 12 ახალი რეანომობილის შესაძენად თბილისის ბიუჯეტიდან 708 000 ლარი გამოიყო.
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)