|
2016-11-27 16:51:17, 1640 ნახვა
სპორტი
ძაბირაძე: როგორც ჩანს მთავრობის ის შემადგენლობა რაც დღეს არის, კვირიკაშვილისთვის უფრო კომფორტულია
„მინისტრთა კაბინეტში ძირითადად ეკონომიკური გუნდის განახლება მოხდა, ეს მთავრობა თვისობრივად არ განსხვავდება იმ მთავრობისგან, რომელიც არჩევნებამდე იყო“,-ამის შესახებ ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში ვახტანგ ძაბირაძემ „ექსპრესნიუსს“ მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით განუცხადა. ექსპერტის შეფასებით, მთავრობა თუ იმავე სტილში გააგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც ოთხი წლის წინ, რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი მოსალოდნელი არ არის. „მინისტრთა კაბინეტში მოხდა განახლება და ძირითადად ეკონომიკური გუნდის. ეს მთავრობა თვისობრივად არ განსხვავდება იმ მთავრობისგან, რომელიც არჩევნებამდე იყო. ეკონომიკურ გუნდში გადაჯგუფებები უფრო მგონია, რომ გამოწვეულია ორი მიზეზით. ერთი რომ ეკონომიკური ვითარება არცთუ ისე სახარბიელოა ქვეყანაში და განახლებული გუნდი მაინც მიანიშნებს იმაზე, რომ ეს გუნდი უკეთ იმუშავებს. მეორე, როგორც ჩანს კვირიკაშვილისთვის მთავრობის ის შემდგენლობა რაც დღეს არის უფრო კომფორტულია. სხვა უფრო ღრმა და თვისობრივ ცვლილებებს მთავრობის მოქმედებაში და არა პერსონალურ შემადგენლობაში ვერ ვხედავ. არამგონია, რომ ამ პერსონალიებით თუ მთავრობა იმავე სტილში გააგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც ფუნქციონირებდა 4 წლის განმავლობაში რაიმე მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიოთ. ვნახოთ მთავრობა საქმიანობას როგორ წარმართავს და უახლოეს მომავალში კონტურები თუ არა რაღაც სიმპტომები მაინც გაჩნდება“,-განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)