13:12 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-10 18:10:28, 842 ნახვა

კომენტარი
კალაძე: მოსამართლეებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე მხოლოდ გიორგი პაპუაშვილი საუბრობდა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ხელისუფლების მხრიდან არანაირი ზეწოლა არ ყოფილა და ამ ზეწოლაზე მხოლოდ გიორგი პაპუაშვილი საუბრობდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის უფროსმა, კახი კალაძემ განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა არც მოსამართლეებმა დაადასტურეს და დამტკიცდა, რომ გიორგი პაპუაშვილის მხრიდან ადგილი ქონდა პოლიტიკურ სპეკულაციებს.

"ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა არ დამტკიცდა, ამას ამბობდა მხოლოდ პაპუაშვილი. მოსამართლეების მხრიდან არანაირი განცხადებები, მინიშნებები არ ყოფილა თვალთვალთან, ზეწოლასთან დაკავშირებით", - აღნიშნა კახი კალაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოზე კომენტირებისას, კალაძემ პრეზიდენტის მიერ დანიშნულ ორ ახალ მოსამართლეზეც - ირინე იმერლიშვილსა და გიორგი კვერენჩხილაძეზეც ისაუბრა. 

"მინდა, გულწრფელად ვუსურვო მათ წარმატებები  ირინა იმერლიშვილი ჩვენი თანამებრძოლი იყო 2011 წლიდან და გულწრფელად ორივე მათგანს წარმატებებს ვუსურვებ", - აღნიშნა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics