2016-08-02 16:56:57, 1084 ნახვა
კომენტარი
„ქართული ლუდის კომპანია" სექტემბრიდან ნატურალური წვენების წარმოებას იწყებს
„ქართული ლუდის კომპანია" სექტემბრიდან ნატურალური წვენების წარმოებას იწყებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ქართული ლუდის კომპანიის დამფუძნებელმა ცეზარ ჩოჩელმა განუცხადა.
მისივე თქმით, თვის ბოლოსთვის მაღალტექნოლოგიური ხაზის დამონტაჟება მოხდება.
ამასთან, ჩოჩელის განცხადებით, წვენების წარმოებაზე რამდენიმე ათეული ადამიანი დასაქმდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან