11:39 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 19:01:56, 1237 ნახვა

სამართალი კომენტარი
სანდრო ბრეგაძე: ჭკუიდან შეშლილი სევდია უგრეხელიძის მოთხოვნით, რამდენიმე პირი დააპატიმრეს

„თამაზ მეჭიაური-ერთიანი საქართველოსთვის“ წევრის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, დოლიძის ქუჩაზე სევდია უგრეხელიძესა და აგილობრივებს შორის ინციდენტი მოხდა.

როგორც „ექსპრენიუსს“ ბრეგაძემ განუცხადა, სევდია უგრეხელიძემ ადგილობრივებს შეურაცხყოფა მიაყენა.

„დოლიძის ქუჩაზე მოსახლეობა ეზოში იყო შეკრებილი. ამ დროს გაავებული სევდია უგრეხელიძე გამოჩნდა, მივიდა ხალხთან და „ნაციონალური მოძრაობის“ აგიტაცია დაიწყო. ამის შემდგე იქ მყოფმა ადამიანებმა უგრეხელიძეს უთხრეს, რომ მათი უფლებები 9 წლის განმავლობაში დაეცვა. რაზეც ამ უზრდელმა, ზნეობისგან დაცლილმა ქალბატონმა ბიჭებს მიმართა, რომ თუ „ნახმარები" იყვნენ ცნობა მოეტანათ და მათ უფლებებსაც დაიცავდა. ამ ყველაფერზე უგრეხელიძემ საკმაოდ უხეში სიტყვიერი პასუხი მიიღო. შემდეგ ამ ქალბატონმა პატრული გამოიძახა. რამდენადაც ვიცი, 15 ეკიპაჟი მოვიდა და პოლიციამ ეს ახალგაზრდები დააპატიმრა. მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს - როდის მერე არსებობს მუხლი, რომ თუ „ნაციონალური მოძრაობის“ აგიტაციის მოსმენა არ მინდა, ამის გამო უნდა დამაპატიმრონ?! შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა რცხვენოდეს. როგორ შეიძლება ჭკუიდან შეშლილი უგრეხელიძის მოთხოვნაზე აპატიმრებდე პატიოსან ადამიანს. ეს ადამიანები სასამართლომ უკვე გაათავისუფლა და ისინი აპირებენ სევდია უგრეელიძის წინააღმდეგ შეიტანონ სასამართლოში სარჩელი. სევდია უგრეხელიძე, რომ სრულ ჭკუაზე არ არის, ეს ცალკე თემაა“, - განაცხადა ბრეგაძემ.

ჩვენ ვცდილობდით სევდია უგრხელიძესთან დაკავშირებას, თუმცა, მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
ნონა ქურდოვანიძე გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
JPost: რუსეთმა ირანს ისრაელის ენერგოობიექტების სია გადასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics