23:46 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-07 17:22:43, 752 ნახვა

კომენტარი
ელისაშვილი: ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილმა დააბრუნოს ტერიტორია, რომელიც მაქინაციურად ჩაიგდო ხელში

ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილმა დააბრუნოს ტერიტორია, რომელიც მაქინაციურად ჩაიგდო ხელში, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

ელისაშვილი დღეს „პანორამა თბილისის“ საწინააღმდეგო აქციაზე,  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა) მუხლებით დააკავეს.

„იმ ერთ კაცს, რომელსაც ჰგონია, რომ საქართველო არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და შეუძლია ქვეყანას თავზე დააჯდეს და ყველაფერი განკარგოს, უნდა შევაგნებინოთ, რომ ამ ქვეყანაში სხვებიც ვცხოვრობთ და არ შეიძლება როგორი ხუშტურიც გაქვს, ისე მოიქცე. შევაგნებინებ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ის ტერიტორია, რომელიც ეშმაკურად და მაქინაციებით ჩაიგდო ხელში, დაუბრუნოს უკან ქალაქს. ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, რამდენჯერაც არ უნდა დამიჭირონ. ეს ტერიტორია ქალაქს უკან დაუბრუნდება და ივანიშვილს ბოდიშის მოხდა მოუწევს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოშია გადაყვანილი, სადაც მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, დააკისრებს თუ არა მას ადმინისტრაციულ სანქციას. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს გამართავს
სააკაშვილი: პრეზიდენტ ალიევს აზერბაიჯანში „ფაქტობრივად“ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები
ყოფილი პრემიერი ნოღაიდელი - მიწაზე მცოცავი სააკაშვილი მე ვერ მიწოდებს მოღალატეს
ივანიშვილმა და ალიევმა ენერგეტიკისა და ლოჯისტიკის სფეროში პარტნიორობა განიხილეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics