13:48 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-25 18:45:17, 2825 ნახვა

საზოგადოება
სანქცირებული TV იმედის სამეთვალყურეო საბჭოდან წევრები გარბიან

გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს, საჯარო რეესტრს TV იმედის სამეთვალყურეო საბჭოდან გასვლის მოთხოვნით 4-მა წევრმა მიმართა, მათ შორის ირაკლი რუხაძემ.

საჯარო რეესტრის ვებგვერდზე ატვირთული განცხადებების თანახმად სამეთვალყურეო საბჭოდან გასვლა მოითხოვეს: სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კალანდარიშვილმა, წევრებმა - გიორგი ბახტაძემ და დავით შონიამ.

სამეთვალყურეო საბჭოში ერთადერთი წევრი მაკა ლომიძე რჩება, რომელიც TV იმედის დირექტორის თანამდებობას იკავებს.

"გაცნობებთ, შპს "ტელეიმედში" მომხდარი მფლობელობის ცვლილებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო შპს "ტელეიმედის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის/წევრის პოზიცია, რის შესახებაც მიმდინარე წლის 6 თებერვალს წერილობით ვაცნობე შპს "ტელეიმედს".

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, მოახდინოთ შპს "ტელეიმედის" რეგისტრირებულ მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაცია" - წერია რუხაძის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილ განცხადებაში.

ცნობისთვის, 24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ პროპაგანდისტული სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV "რუსული დეზინფორმაციის გავრცელების" გამო სანქცირებულ ერთეულთა სიაში შეიყვანა, რის ფარგლებშიც მათ სამი კატეგორიის სანქციები შეეხოთ: აქტივების გაყინვა, სატრასტო მომსახურების სანქციები და დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics