13:42 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-25 18:32:50, 658 ნახვა

რეგიონი
ქედაში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ეკომიგრანტთა ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა განიხილეს

აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დალი ქიქავა, ქედაში ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებს შეხვდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დალი ქიქავამ მათთან ერთად აჭარის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის N-25 განკარგულებით დამტკიცებული ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და ეკომიგრანტთა ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“  განიხილა. სამინისტრო აღნიშნულ პროგრამას წელს პირველად ახორციელებს და მისი ბიუჯეტი 3 000 000 ლარს ითვლის.

„ქედის მუნიციპალიტეტში ამჟამად სტიქიით დაზარალებული 78 პირველი და მეორე კატეგორიის ოჯახებია.

პროგრამაში ჩართვა შეუძლია ეკომიგრანტთა მონაცემთა მუდმივად განახლებად ერთიანი ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებულ ეკომიგრანტ ოჯახს, რომელთაც მინიჭებული აქვთ პრიორიტეტულობის ქულა.

პროგრამით გათვალისწინებულია ბენეფიციარის დაფინანსება, მის მიერ შერჩეული საცხოვრებელი ფართის შესყიდვისათვის, არაუმეტეს 25 000 ლარისა.

პროგრამაში ჩართვისათვის ბენეფიციარმა უნდა მიმართოს შესაბამის თვითმმართველ ერთეულს, დაზიანებული საცხოვრებელი ფართის მდებარეობის მიხედვით. ბენეფიციარი 2010 წლის 1 იანვრიდან უწყვეტად უნდა იყოს რეგისტრირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. პროგრამაში ჩართვის მიზნით არ განიხილება დაზარალებული ოჯახების განაცხადები, რომლებსაც სხვადასხვა უწყებებიდან მოწოდებული ინფორმაციით სახელმწიფოსგან ან დონორი ორგანიზაციებიდან, დაზარალების გამო, ერთხელ უკვე მიღებული აქვთ დახმარების სახით საცხოვრებელი სახლი ან სანაცვლოდ სათანადო ფულადი დახმარება ან ფაქტიურ მფლობელობაში/საკუთრებაში გააჩნიათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

შეხვედრას მუნიციპალიტეტის გამგებელი, მოადგილესთან, წარმომადგენლებთან და შესაბამის სამსახურებთან ერთად ესწრებოდა.

შეხვედრის დასასრულს გამგებლის წარმომადგენლებს პროგრამის წესების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობა ეთხოვათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics