13:46 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-10 14:55:44, 850 ნახვა

კომენტარი
სუბარი: სასამართლოს დამოუკიდებლობა მოსამართლის მიუკერძოებლობას არ ნიშნავს

„დღეს აღმასრულებელი, თუ საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან სასამართლო აბსოლუტურად, 100%-ით თავისუფალია”, - ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა არასამთავრობო ორგანიზაცია „საიას“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც საუბარია, რომ გასული წლის 9 თვიან პერიოდში განხილულ სისხლის სამართლის საქმეებზე, სასამართლოში დარღვევებია.

თუმცა, მისივე თქმით,  ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი მოსამართლის გადაწყვეტილება ყველასთვის მოსაწონი იქნება.

„სასამართლო აბსოლუტურად თავისუფალია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი მოსამართლის გადაწყვეტილება ყველასთვის მოსაწონი იქნება, მათ შორის შეიძლება ჩემთვისაც. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა მოსამართლის პროფესიონალიზმის დონე არის ისეთი, როგორიც გვინდა რომ იყოს, რომ არც ერთი მოსამართლე არ იქნება მიკერძოებული. ესაა პროცესი, რომელიც არასდროს იქნება სრულყოფილი. შეგიძლიათ გადახედოთ გაცილებით დიდი სამართლის მქონე ქვეყნებს, მაგალითად აშშ-ის უზენაეს სასამართლოს იმის მიხედვით ერთით მეტია კონსერვატორი თუ ლიბერალი. შეიძლება სასამართლომ მიიღოს აბსოლუტურად სხვა ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოების რომელიმე ნაწილისთვის არაა მოსაწონი. არ წამიკითხავს ეს ანგარიში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი სწორი შეფასება იქნება აქ. ერთია სასამართლო მოგვწონს თუ არა, მეორეა არის თუ არა კონკრეტული მოსამართლე მიკერძოებული, სასამართლოს პროფესიონალიზმი მოგვწონს თუ არა და მეორეა ხელისუფლება ერევა თუ არა, ესაა სიახლე წინა პერიოდისგან განსხვავებით“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics