14:54 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-05 14:50:58, 797 ნახვა

კომენტარი
ალასანია: მტერს ყოველთვის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ სამშობლოს სიცოცხლის ბოლომდე დავიცავთ

დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს თითოეულ მოქალაქეს, თუ რამდენად დიდი მსხვერპლი გაიღო საქართველომ ტერიტორიული მთლიანობისთვის, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, სამების ტაძარსი ბაბუშერას აეროპორტში გარდაცვლილტა ხსოვნის პატივის მიგებისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ ქვეყანა უნდა გამთლიანდეს და გარდაცლილი მებრძოლები გმირობის მაგალითი არიან.

"დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს თითოეულ მოქალაქეს, თუ რამდენად დიდი მსხვერპლი გაიღო საქართველომ ტერიტორიული მთლიანობისთვის. ჩვენი ამოცანაა, რომ ის, რისთვისაც ეს ბიჭები სოხუმში მიდიოდნენ გავაგრძელოთ და შევასრულოთ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა გამთლიანდეს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა გადაიქცეს ისეთ სახელმწიფოდ, რომ მტერს ყოველთვის ჰქონდეს განცდა, რომ ჩვენ სიცოცხლის ბოლომდე დავიცავთ საკუთარ სამშობლოს. ასე იყო წლების განმავლობაში , ასე იქნება მომავალშიც და ეს გმირები გვაძლევენ ამის მაგალითს", - განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთის, ირაკლი ალასანიასთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში, ირაკლი ჩიქოვანმა, ვიქტორ დოლიძემ და ირაკლი ქადაგიშვილმაც გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანის პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics