13:19 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-13 10:20:08, 451 ნახვა

საზოგადოება
სდსს-ის სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორებს სერტიფიკატები გადაეცათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს სპეციალური ტრენინგის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს. ღონისძიებას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის და შსს-ს აკადემიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შსს-ს აკადემიაში ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ინსტრუქტორთა მომზადების სპეციალური მოკლევადიანი კურსი (ტრენერთა ტრენინგი) და მასში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორებმა და პედაგოგებმა მიიღეს მონაწილეობა.
აღნიშნული კურსი მიზნად ისახავს სახელმწიფო დაცვის სამსახურის სასწავლო ცენტრის პედაგოგთა და ინსტრუქტორთა სწავლების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას. ტრენინგის პროცესში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სწავლების თანამედროვე მეთოდები, პრეზენტაციის უნარები, სწავლების მეთოდოლოგია. კურსი თეორიულ საკითხებთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებსაც მოიცავდა.
ტრენინგის მონაწილეებისთვის სერტიფიკატების გადაცემის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის და შსს-ს აკადემიის ხელმძღვანელებმა ურთიერთანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics