2015-02-12 13:50:21, 667 ნახვა
ეკონომიკა
ხადური: მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება ეკონომიკურ ზრდაზე ზეგავლენას ახდენს
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის შეფასებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება ეკონომიკის ზრდაზე ზეგავლენას ახდენს.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ფინანსთა სამინისტროს ეროვნულ ბანკთან ამ საკითხთან დაკავშირებით მუდმივი კომუნიკაცია აქვს.
„მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება ეკონომიკურ ზრდაზე ზეგავლენას ახდენს, მაგრამ ეროვნულ ბანკთან ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს. ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკურ ზრდაში ლიდერის პოზიცია შევინარჩუნოთ“,-აღნიშნა ხადურმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან