12:48 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-10 11:58:42, 704 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში შემოსვლის მსურველ უცხოელებს მოკლევადიანი ვიზის აღება ელექტრონულად შეეძლებათ

მიმდინარე წლის 9 თებერვლიდან საქართველოში ელექტრონული ვიზის პორტალი ამოქმედდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მისი მეშვეობით ქვეყანაში ტურისტული და საქმიანი მიზნით მომავალ უცხოელებს შესაძლებლობა მიეცემათ საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებში გამოცხადების გარეშე მიიღონ ელექტრონული ვიზა.

ვიზის მიღების მსურველმა პირმა ონლაინ განაცხადი უნდა დაარეგისტრიროს შემდეგ მისამართზე  www.evisa.gov.ge.

განაცხადის რეგისტრაციისას მომხმარებელი უნდა გაეცნოს დეტალურ ინფორმაციას ელექტრონული ვიზის მიღების წესებისა და პირობების შესახებ. დამატებითი ინფორმაციის მიღება კი შესაძლებელია ხშირად დასმული კითხვების გვერდზე.

ელექტრონულ პორტალზე სავიზო განაცხადის რეგისტრაციისას ვიზის მიღების მსურველი პირი  გადის 3 საფეხურს:  1. არეგისტრირებს სავიზო განაცხადს  2. ახორციელებს ონლაინ გადახდას 3. ბეჭდავს ელექტრონულ ვიზას.

რეგისტრაციის ბოლო ეტაპზე აპლიკაციაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე აპლიკანტს მიუვა წერილი, სადაც კიდევ ერთხელ იქნება გაფრთხილება საქართველოში შემოსვლის პირობების თაობაზე და მითითებული იქნება გადახდის ბმული.

გადახდის განხორციელების შემდეგ, დადებითი პასუხის შემთხვევაში, მოქალაქე იგივე ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიიღებს ელექტრონულ ვიზას, რომელიც უნდა ამობეჭდოს და წარადგინოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას მოქმედ სამგზავრო დოკუმენტთან ერთად.

ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეობიდან გამომდინარე შესაძლებელია იყოს განსხვავებული მოთხოვნები წარსადგენ დოკუმენტებთან და ვიზის მოქმედების ვადასთან დაკავშირებით,  აღნიშნული მოთხოვნების თაობაზე დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია რეგისტრაციის პროცესში, რასაც  მომხმარებელი აუცილებლად უნდა გაეცნოს.

აპლიკაციის შევსებისას ტექნიკური ხასიათის სირთულეების წარმოქმნის შემთხვევაში, ელექტრონული ვიზის მიღების მსურველ პირს შესაძლებლობა ექნება მიიღოს შესაბამისი დახმარება საკონსულო დეპარტამენტის ელექტრონული ფოსტის contact@evisa.gov.ge და ცხელი ხაზის მეშვეობით (2 94 50 50)

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ელექტრონული ვიზის პორტალზე www.evisa.gov.ge.

სავიზო განაცხადის შევსება ინტერნეტ კავშირის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია მსოფლიოს  ნებისმიერი წერტილიდან.  ვიზის მიღების ახალი სერვისი  ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტების და ბიზნეს ვიზიტორების ნაკადის ზრდას.

აღსანიშნავია, რომ ელექტრონული ვიზის სერვისი აქტიურად გამოიყენება და დანერგილია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი, ავსტრალია, ვიეტნამი სინგაპური, მეზობელი აზერბაიჯანი, მეზობელი სომხეთი, ბაჰრეინის სამეფო, კამბოჯის სამეფო და ა.შ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics