11:39 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-26 13:06:38, 1633 ნახვა

სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე პროექტის „ჩვენი ჯარი“ მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პროექტს „ჩვენი ჯარი“ აქტიურად ახორციელებს, რომლის ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეები საჯარო სკოლებს სტუმრობენ და მაღალი კლასების მოსწავლეებს საქართველოს თავდაცვის ძალებს აცნობენ. 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს პროექტის მიმდინარეობას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი გაეცნენ. ისინი სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, პროექტის ,,ჩვენი ჯარი" ფარგლებში თბილისის N67 საჯარო სკოლას ესტუმრნენ. 

უწყების ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრი მოსწავლეებს ქვეყნის უსაფრთხოებაზე, სამხედრო განათლებაზე, კარიერული წინსვლის შესაძლებლობებზე და ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავების მნიშვნელობაზე ესაუბრა. „ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ჯარი გახდეს თქვენთვის უფრო ნაცნობი და საყვარელი. ჩვენი მთავარი მიზანია, უკეთ აგიხსნათ, თუ რას საქმიანობს ჩვენი ჯარი, რათა უფრო ახლობელი და მისაღები გახდეს თქვენთვის“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. 

სამხედრო მოსამსახურეებმა მოსწავლეებს პროექტის მნიშვნელობა გააცნეს. უფროსკლასელებს თემატური ვიდეორგოლების ნახვის, სამხედრო მოსამსახურეების პირადი ისტორიების გაცნობისა და საქართველოს ეროვნული გმირების შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა აქვთ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. 

პროექტის „ჩვენი ჯარი“' საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
ნონა ქურდოვანიძე გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
JPost: რუსეთმა ირანს ისრაელის ენერგოობიექტების სია გადასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics