03:26 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 20:54:36, 490 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი ეგზიტპოლის შედეგებზე - გავიმარჯვეთ, ახლა მთავარია ოპოზიციის ერთობა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციისა და ენმ-ს დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ ახლა უკვე მთავარია ერთიანობა და ისეთი მთავრობის ფორმირება, რომელიც ქვეყანას კრიზისიდან გამოიოყვანს. 

მანვე აღნიშნა, რომ მისთვის მთავრობაში თანამდებობა არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია ოპოზიციამ მთავრობის დასაკომპლექტებლად კონსენსუსური ფიგურები იპოვნოს.

„ეს არის ისტორიული დღე იმ პირობებში, როცა მე არ მომეცა საშუალება ქვეყანაში ჩამოსვლის, კამპანიის წარმოების. ამ პირობებშიც კი საქართველოს ოპოზიციურმა სპექტრმა, სრულიად ოპოზიციურმა სპექტრმა მოიპოვა დამაჯერებელი უპირატესობით გამარჯვება ე.წ. „ქართულ ოცნებაზე“, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ჩემი ქვეყანაში არყოფნის პირობებშიც კი ქვეყანაში ფიზიკურად, აიღო მინიმუმ 33%-ი, ჩემი აზრით, ბევრად მეტი, რადგან მაჟორიტარებში ჩვენ მოგებული გვაქვს ყველა დიდი ქალაქი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი. ამ პირობებში, ეს არის პრაქტიკულად ძალიან დიდი ტრიუმფი ქართული ოპოზიციის, მიუხედავად შევიწროვებისა, დაშინებებისა, მიუხედავად ყველანაირი ზეწოლისა. ამ პირობებში, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ჩამოვაყალიბოთ ეროვნული ერთიანობის მთავრობა. მე, მიხეილ სააკაშვილი, ვაცხადებ , რომ არ მივისწრაფი არც ერთი თანამდებობისკენ ამ მთავრობაში, საერთოდ არ მაინტერესებს ჩემი არც ერთი თანამდებობა, ჩვენ უნდა ვიპოვოთ კონსენსუსური ფიგურები და უნდა ვიპოვოთ ეროვნული ერთიანობის მთავრობის ჩამოყალიბება. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ფართო კოალიცია, ოპოზიციური ძალების ეროვნული ერთიანობის მთავრობა, იმისთვის, რომ დავძლიოთ, „ქართული ოცნების“ მძიმე მემკვიდრეობმა, ოლიგარქის ერთპიროვნული მმართველობა და შევძლოთ ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics