12:53 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-06-23 12:55:27, 15489 ნახვა

კულტურა
ქვევრის ღვინის წარდგენა პოლონეთში გაიმართა

პოლონეთში ღონისძიება სახელწოდებით „დამზადებულია ქვევრში“  გაიმართა, რომელსაც პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  ილია დარჩიაშვილი დაესწრო.  
„დამზადებულია ქვევრში“ - კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის შემდეგ ქართული ღვინის პირველი ოფიციალური წარდგენაა  პოლონეთში. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „ვინისფერას“ ორგანიზებით გაიმართა.  მის ფარგლებში, ქალაქ კრაკოვთან მდებარე ისტორიულ დასახლებაში „Srebrna Gora“, ერთ-ერთ მარანში ორი ქვევრი ჩარგეს; გაიმართა დოკუმენტური ფილმის - “დამზადებულია ქვევრში” ახალი ეპიზოდის პრემიერა, რომელშიც მოთხრობილია ქართული ღვინის კულტურისა და ქვევრის დამზადების ტექნოლოგიის შესახებ; მოეწყო როგორც კლასიკური, ისე  ტრადიციული ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიით დამზადებული ქართული ღვინოების დეგუსტაცია. აქვე, ორმა პოლონელმა მეღვინემ საქართველოდან ჩატანილ ქვევრში დაყენებული საკუთარი ღვინოებიც წარმოადგინა.
ღონისძიებაში ადგილობრივი იმპორტიორები, მეღვინეები, მედიის, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ორგანიზატორების განცხადებით, ქვევრის ღვინის წარდგენას მოწვეული 60-ის ნაცლად, 100-მდე სტუმარი დაესწრო.
პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია 2 მლნ-ზე მეტი ბოთლი ღვინო და ზრდა 33%-ს აღწევს.
მსგავსი მარკეტინგული ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Covid-19-ის ვირუსის მსოფლიო პანდემიის ფონზე, რომელმაც მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მსგავსად, უარყოფითი ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზეც მოახდინა.  ღვინის ინდუსტრია დაზარალდა როგორც ექსპორტის, ისე ტურისტების რაოდენობის შემცირების გამო. შექმნილი ვითარებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, მთავრობის მხარდაჭერით, სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია ახალი ონლაინ პლატფორმებისა და ციფრული მარკეტინგის გამოყენებით გააქტიურდება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics